ტესტირების დაწყებამდე გაეცანით სასწავლო ლიტერატურას.
ტესტირების დაწყების დროს თქვენთვის გენერირდება ინდივიდუალერი ბილეთი, რომელიც შედგება 145 კითხვისაგან;
თითოეულ კითხვას შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ნებისმიერ დროს და შეცვალოთ პასუხი;
კითხვებზე გადასვლა შეგიძლიათ ციფრების ჩამონათვალით ან ღილაკზე „შემდეგი“ დაჭერით;
ღილაკზე „ტესტის დასრულება“ დაჭერით მთავრდება ტესტირება, ამის შემდეგ თქვენ ვეღარ შეცვლით პასუხს;
ეკრანზე გამოვა შედეგები და კომენტარები კითხვებზე;
სერტიფიკატი გაიცემა 75% სწორი პასუხის შემთხვევაში;
წარუმატებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხების კომენტარებს, გააანალიზოთ თქვენი შეცდომები და თავიდან სცადოთ.
კლინიკური შემთხვევა
გაიარეთ რეგისტრაცია;
ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ აქტივაციის ლინკს და შეძლებთ პროფილის აქტივაციას;
გაიარეთ ავტორიზაცია და შეგიძლიათ დაიწყოთ კლინიკური შემთხვევის განხილვა;
კლინიკური შემთხვევა მოიცავს ორი ტიპის კითხვებს:
რამდენიმე სწორი პასუხით, აუცილებელია მონიშნოთ ყველა სწორი პასუხი
ერთი სწორი პასუხი, აუცილებელია შეარჩიოთ რამდენიმე პასუხიდან მხოლოდ ერთი
მომდევნო კითხვაზე რომ გადახვიდეთ აუცილებელია კითხვას გასცეთ პასუხი სწორად და შემდეგ გაეცნოთ კომენტარს;
არასწორი პასუხის შემთხვევაში, სამჯერ მოგეცემათ შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. სამი არასწორი პასუხის შემთხვევაში, კლინიკური შემთხვევის განხილვა დასრულედება და პროცესი თავიდან უნდა დაიწყოთ;
პაციენტის ფაილი ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს;
წარმატებისათვის აუცილებელია კლინიკური შემთხვევის დასრულება, რის შემდეგაც გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი;