დედიდან ბავშვზე აივ და სიფილისის გადაცემის ელიმინაცია

ვისთვის არის განკუთვნილი მოცემული კურიკულუმი

„დედიან ბავშვზე აივ და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის“ კურიკულუმი განკუთვნილია საქართველოში აივ/შიდსით და სიფილისით დაავადებულ პაციენტთა მართვაში ჩართული ექიმებისთვის, პირველადი ჯანდაცვის რგოლში დასაქმებული ექიმებისთვის, მეან–გინეკოლოგებისათვის, ინფექციონისტებისთვის, დერმატო–ვენეროლოგებისათვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკებისათვის, ეპიდემიოლო გები-სათვის, ჯანდაცვის მენეჯერებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. მოცემული კურიკულუმი შემუშავებულია „დედიდან ბავშვზე აივ და სიფილისის გედაცემის ელიმინაციის გაიდლაინის“ საფუძველზე. მისი მიზანია ხელი შუწყოს ტრეინინგის კურსის წარმართვას გაიდლაინში წარმოდგენილი მასალის საფუძველზე. დედიდან ბავშვზე აივ და სიფილისის გადაცემის გაიდლაინი წარმოადგენს აივ/შიდსის და სიფილისის კუთხით საერთაშორისოდ აღიარებული რეკომენდაციების ადაპტაციას. სახელმძღვანელო ძირითადად ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს რეკომენდაციებს, ასევე, გამოყენებულია ევროპული ასოციაციების და აშშ ჯანმრთელობისა და მოსახლეობის მომსახურების დეპარტამენტის უკანასკნელი რეკომენდაციები.
მოდული 1 დედიდან ბავშვზე აივ გადაცემის ელიმინაციის სტრატეგია და ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა
ნაწილი 1 დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის სტრატეგია მსოფლიოსა და საქართველოში
ნაწილი 2 დედიდან ბავშვზე აივ და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის ვალიდაციის ინდიკატორები
ნაწილი 3 დედიდან ბავშვზე აივ გადაცემის პროფიალქტიკა საქართველოში
ნაწილი 4 დედიდან ბავშვზე აივ გადაცემის ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა მსოფლიოსა და საქართველოში
მოდული 2 ორსულთა აივ უნივერსალური სკრინინგი ანტენატალურ კლინიკებში
ნაწილი 1 ორსულთა აივ უნივერსალური სკრინინგი ანტენატალურ კლინიკებში, პროცედურები; ორსულთა აივ სკრინინგული და კონფირმაციული ლაბორატორიული ტესტირების საკითხები
ნაწილი 2 აივ ინფიცირებული ორსულის კლინიკურ სერვისებში ჩართულობა
ნაწილი 3 ორსულთა აივ ტესტირების ფსიქოლოგიური, იურიდიული და ეთიკის საკითხები
ნაწილი 4 აივ დადებითი სტატუსის მქონე ორსულის კონსულტირება და ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა
მოდული 3 აივ ინფექცია/შიდსი
ნაწილი 1 აივ/შიდსის დეფინიცია და კლასიფიკაცია
ნაწილი 2 აივ ინფიცირებულთა ორსულთა სამედიცინო მენეჯმენტი აივ/შიდსის პროვაიდერ კლინიკაში არვ მკურნალობის დაწყებამდე
ნაწილი 3 ოპორტუნისტული და სხვა ინფექციების პრევენცია აივ ინფიცირებულ ორსულებში
ნაწილი 4 აივ მკურნალობაზე მყოფი ორსულების ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგი
მოდული 4 აივ თერაპია ორსულებში და აივ ექსპოზირებული ახალშობილების მენეჯმენტი
ნაწილი 1 პირველი რიგის არვ თერაპია აივ ინფიცირებულ ორსულებში
ნაწილი 2 აივ ექსპოზირებული ახალშობილების დიაგნოსტიკა
ნაწილი 3 აივ ინფექციის პროფილაქტიკა ექსპოზირებულ ახალშობილებში
ნაწილი 4 აივ ექსპოზირებული ახალშობილების კვებისა და იმუნიზაციის საკითხები
მოდული 5 აივ მკურნალობის რეჟიმის დაცვა
ნაწილი 1 პაციენტთან და ჯანდაცვის მუშაკთან დაკავშირებული ფაქტორები და სტრატეგიები
ნაწილი 2 აივ მკურნალობის რეჟიმთან დაკავშირებული ფაქტორები და სტრატეგიები
ნაწილი 3 აივ მედიკამენტების გვერდითი მოვლენების მენეჯმენტი
ნაწილი 4 აივ რეზისტენტობის ტესტი
ნაწილი 5 ვირუსული უშედეგობის მართვა და არვ რეჟიმის ცვლილება
მოდული 6 სიფილისი და ორსულობა
ნაწილი 1 სიფილისის დეფინიცია და კლასიფიკაცია
ნაწილი 2 სიფილისი ორსულობის დროს
ნაწილი 3 ორსულთა მეთვალყურეობა სიფილისის გამოვლენის მიზნით
ნაწილი 4 სიფილისით დაავადებულ ორსულთა მკურნალობა
მოდული 7 თანდაყოლილი სიფილისი
ნაწილი 1 თანდაყოლილი სიფილისის დიაგნოზის კონფირმაცია
ნაწილი 2 თანდაყოლილი სიფილისის მკურნალობას
ნაწილი 3 სიფილისზე სეროპოზიტიური ახალშობილების მეთვალყურეობა
მოდული 8 ანტენატალური მეთვალყურეობა
ნაწილი 1 ანტენატალური მეთვალყურეობის განმარტება
ნაწილი 2 აივ ორსულის მკურნალობისა და მოვლის სერვისებში ჩართულობა
ნაწილი 3 არვ თერაპია ორსულ ქალებში სხვადასხვა სცენარის დროს
მოდული 9 მშობიარობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
ნაწილი 1 სამეანო ტაქტიკა სხვადასხვა სცენარის დროს
ნაწილი 2 მშობიარობის შემდგომი მართვა
ნაწილი 3 სპონტანური და ხელოვნური აბორტის მენეჯმენტი აივ და სიფილისით დაავადებულ ორსულებში
ნაწილი 3 აივ/შიდსის და სიფილისის ზედამხედველობა ბუნებრივი ან ხელოვნური აბორტის ან მკვდრადშობადობით დასრულებული ორსულობის მქონე ქალებში